fbpx

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ აქ მოცემულ წესებს, რადგან თქვენ მიერ ამ ვებ გვერდზე განხორციელებული ნებისმიერი ქმედება ავტომატურად გულისხმობს, რომ თქვენ ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს. რა თქმა უნდა, თქვენ გაქვთ არჩევანის თავისუფლება, თუ არ ეთანხმებით რომელიმე პირობას/წესს, თქვენ შეგიძლიათ არ ისარგებლოთ ვებ გვერდით შემოთავაზებული ნებისმიერი სახის მომსახურებით ან/და შესაძლებლობით. დეტალური ინფორმაცია ვებ გვერდის, მისი ადმინისტრაციის და თქვენი უფლებების და მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

წესების და პირობების შესახებ შეთანხმების მხარეები:

ჩვენ – ვებ გვერდი/ვებ გვერდის ადმინისტრაცია/ვებ გვერდის მესაკუთრე – ინდმეწწარმე “ა.ლ” (ს/კ 01005038071 ), შემდგომში მოხსენიებული, როგორც „peekaboo.ge”, „მომსახურების მიმწოდებელი/მიმწოდებელი“, „ვებ გვერდი“, „ვებ გვერდის ადმინისტრაცია“, „მომსახურების გამწევი“ და „პლატფორმა“. peekaboo.ge არის ინდმეწარმე “ა.ლ” – ს საკუთრება.

თქვენ – ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელსაც ნებისმიერი ტექნიკური საშუალებით აქვს წვდომა წინამდებარე ვებ გვერდზე. შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მომხმარებელი“, „დამკვეთი“, „მომსახურების მიმღები“ და „კლიენტი“.

მომხმარებელი შესაძლებელია იყოს სერვისის დამკვეთი, მას შემდგომ რაც ვებ გვერდზე გაივლის ავტორიზაციას/რეგისტრაციას. მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებელს აქვს უფლება ისარგებლოს ვებ გვერდის იმ მომსახურებით, რომელიც გულისხმობს ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქციის შეძენის გამარტივებული ხერხით.

ვებ გვერდის მომხმარებელი, შესაძლებელია იყოს ვებ გვერდთან მომსახურების ხელშეკრულებით დაკავშირებული პირი, რომელიც ვებ გვერდზე მოცემული პლატფორმის მეშვეობით ახორციელებს თავის სამეწარმეო საქმიანობას. ასეთი პირი შესაძლებელია იყოს, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა მოთხოვნის შესაბამისად სერტიფიცირებული (შესაბამისობის სერთიფიკატი) და უფლებამოსილებით აღჭურვილი მეწარმე სუბიექტი / კომპანია (ფიზიკური/იურიდიული პირი).

პრეამბულა:

წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს ვებ გვერდზე მოცემული მომსახურების გამოყენებას და განსაზღვრავს მის სამართლებრივ ფარგლებს. წინამდებარე ვებ გვვერდით სარგებლობა ავტომატურად გულისხმობს, რომ peekaboo.ge -ს და მომხმარებელს შორის დადებულია წინამდებარე ხელშეკრულება/შეთანხმება, რომელსაც აქვს იურიდიული ძალა.
ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება ვებ გვერდსა და მისი მომხმარებლის ურთიერთობას რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მიუხედავად მომხმარებლის უშუალო ადგიმდებარეობისა ან/და რომელი ადგილმდებარეობიდან განხორციელდა შეკვეთა, ანგარიშსწორება, მიწოდება ან/და წვდომა ვებ გვერდზე.
გასათვალისწინებელია, რომ არ აქვს მნიშვნელობა რომელი ტექნიკური საშუალებით ახდენს მომხმარებელი ვებ გვერდზე წვდომას, მის მიერ ნებისმიერი განხორციელებული ქმედება განიხილება ამ წესების და პირობების ფარგლებში.
peekaboo.ge წარმოადგენს პლატფორმას, საიდანაც ინდმეწარმე “ა.ლ” ახორციელებს საკუთარი პროდუქციის, კერძოდ სასაჩუქრე ფოტო-ფირის რეალიზაციას
peekaboo.ge გააჩნია ექსკლუზიური უფლებამოსილება ერთპიროვნულად შეცვალოს თავის ვებ გევრდზე არსებული პროდუქციის ფასები/რაოდენობა, გააუქმოს ან/და დაამატოს ნებისმეირი პროდუქტი/ინფორმაცია, წინამდებარე წესები და პირობები და სხვა ვებ გვერდთან აფილირებული საკითხი მომხმარებლის დამატებითი/წინასწარი ინფორმაციის მიწოდების გარეშე. რა თქმა უნდა, ნებისმიერი წესი და პირობა მხოლოდ მას შემდგომ იქნება ძალაში, რაც გამოქვეყნდება საჯაროდ და როდესაც ნებისმიერ მომხმარებელს შეკვეთის გაფორმების წინ ექნება საშუალება გაეცნოს მას.
peekaboo.ge – ის მიერ შემოთავაზებული მომსახურებები

ვებ გვერდზე განთავსებული პროდუქცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სერტიფიცირებულია და ნებადართულია რეალიზაციისთვის.

ვებ გვერდზე რეგისტრირებული დამკვეთი უკვეთავს მიმწოდებელს განთავსებული პროდუქციიდან სასურველ პროდუქტ(ებ)ს, სასურველი რაოდენობით, ხოლო მიმწოდებელი უზრუნველყოფს დამკვეთის მიერ შეკვეთილი პროდუქტ(ებ)ის მიწოდებას. პროდუქტს მომხმარებელს მიაწოდებს peekaboo.ge – ის კურიერები.

შეკვეთის გაფორმება

შეკვეთის გასაფორმებლად აუცილებელია, მომხმარებელი დარეგისტრირებული იყოს ვებ გვერდზე. მომხმარებელი ირჩევს სასურველ პროდუქტს და აფორმებს შეკვეთას. შეკვეთის განხორციელების და მიწოდების საფუძველია დამკვეთის მიერ შეკვეთის მიხედვით შესაბამისი ღირებულების ასახვა მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

დამკვეთი ვალდებულია შეკვეთის გაფორმებისას ზუსტად და უნაკლოდ მიუთითოს სასურველი პროდუქტ(ებ)ი, მისი რაოდენობა და პროდუქტ(ებ)ის მიღებისთვის/ჩაბარებისთვის საჭირო ინფორმაცია. მომხმარებლის მიერ შეკვეთაში მითითებული ტელეფონის ნომერზე მომხმარებელს უნდა შეეძლოს ზარების მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიწოდება შესაძლებელია გაუქმდეს.

peekaboo.ge თავის მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ ხერხებს, იმ შემთხვევაში თუ მათ მიერ შეცდომით დაფიქსირდა შეკვეთა:

თუ დამკვეთმა შეცდომით მიუთითა შეკვეთის მიწოდების ადგილმდებარეობა, დამკვეთი ვალდებულია შეკვეთის განხორციელებიდან არაუგვიანეს 1 საათისა დააზუსტოს მისამართი.

იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთმა შეცდომით განახორციელა შეკვეთის გაფორმება (იგულისხმება პროდუქტ(ებ)ის და მათი რაოდენობის არჩევა) ვალდებულია, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს შეკვეთის გაფორმებიდან 1 საათის განმავლობაში, აცნობოს მიმწოდებელს დაშვებული შეცდომის შესახებ და დააზუსტოს მისი შეკვეთა.

*ზემოაღნიშნული პირობები არ მოქმედებს თბილისში სწრაფი მიტანის სერვისის გამოყენებისას.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა დამკვეთის მიერ დაშვებულ ნებისმიერი ტიპის შეცდომაზე/დაუდევრობაზე/გაუფრთხილებლობაზე (და არა მხოლოდ) პასუხისმგებლობა ეკისრება თავად დამკვეთს.

დამკვეთს უფლება აქვს გააუქმოს შეკვეთა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეკვეთის გაფორმებიდან გასულია არაუმეტეს 1 საათისა. აღნიშნულ დროში გაუქმებული შეკვეთის საფასური დამკვეთს დაუბრუნდება, შეკვეთის გაუქმებიდან 3 (სამი) დღის ვადაში.

*დამკვეთს არ აქვს უფლება გამოიყენოს ზემოთ მითითებული წესები და გააუქმოს შეკვეთა, რომელიც გაფორმდა სწრაფი მიტანის სერვისით.

ჩვენ ვითვალისწინებთ მომხმარებელთა უფლებებს, შესაძლო დაშვებულ შეცდომებს და შესაბამისად ვადგენთ მსგავსი საკითხების ორივე მხარისთვის სასაგებლო გადაწყვეტის პოლიტიკას.

*ამიტომ, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აქ მოცემული წესების დარღვევით გაუქმებული შეკვეთის შემთხვევაში peekaboo.ge არ არის ვალდებული აუნაზღაუროს დამკვეთს პროდუქტ(ებ)ის და მისი მიწოდების მომსახურების საფასური.

მიწოდების პირობები

შეკვეთის მიწოდება ხდება დამკვეთის მიერ მითითებულ მისამართზე, მიწოდებისთვის საჭირო და დადგენილ ვადებში. შეკვეთის მიწოდება ხდება თბილისის მასშტაბით, შეკვეთიდან ერთიდან სამი დღის განმავლობაში.ხოლო რეგიონებსა და სხვა ქალაქებში საქართველოს ფოსტის მეშვეობით 3-5 დღემდე.

დამკვეთი ვალდებულია შეკვეთაში მიუთითოს ისეთი საკონტაქტო ნომერი/მონაცემი, რომლზეც შეუზღუდავად შეუძლია წვდომა, სულ მცირე იქამდე, სანამ შეკვეთა არ მიეწოდება. ასევე, ვალდებულია შეკვეთაში დააფიქსიროს, ისეტი მისამართი სადაც ფაქტობრივად იმყოფება იქამდე სანამ არ მიიღებს და ჩაიბარებს შეკვეთას. გამონაკლის შემთხვევებში დამკვეთს აქვს ვალდებულება დროულად და გონივრულ ვადებში აცნობოს მიმწოდებელს ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რათა ხელი არ შეეშალოს მას შეკვეთის მიწოდების სერვისის ჯეროვნად/კეთილსინდისიერად განხორციელებაში. თუ, შეკვეთის მიწოდების მისამართის ცვლილება განხორციელდება ისეთ დროს, როდესაც კურიერი უკვე ადრესატის იმ მისამართისკენ გაემართა, რომელიც მისთვის იყო ცვლილებებამდე ცნობილი, შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს peekaboo.ge – ს საკურიერო მომსახურების საფასური.

თუ დამკვეთმა არასწორად/არასრულად მიუთითა მისამართი ან/და მიწოდების რომელიმე პირობა, ასეთი ამანათის ჩაუბარებლობაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება მიმწოდებელს. ასეთი შემთხვევისას, პროდუქტ(ებ)ი ბრუნდება მისი გაცემის პუნქტში.

თუ დამკვეთს კიდევ ერთხელ სურს პროდუქტ(ებ)ის მიღება, რადგან პირველი მცდელობისას მის მიერ არასწორად/არაზუსტად მითითებული იყო მიწოდების მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია ან/და კურიერის ადგილზე მისვლის შემთხვევაში დამკვეთი არ იყო ადგილზე, მიუხედავად კურიერის მიერ დამკვეთის გაფრთხილებისა, შესაბამისად ხელმოერედ იხდის მხოლოდ მიწოდების დადგენილ საფასურს. დამკვეთს ასევე შეუძლია დაუკავშირდეს მიმწოდებელს ვებ გვერდზე განთავსებულ საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით და თავად გაიტანოს პროდუქტ(ებ)ი მათი გაცემის პუნქტიდან, თუ ასეთი არის შესაძლებელი. მიმწოდებელი არ განახორციელებს არანაირ ქმედებას, სანამ დამკვეთი თავად არ დაუკავშირდება და არ დააზუსტებს მიწოდების მისამართს, მონაცემებს ან/და არ აირჩევს ხელმოერედ პროდუქტის მიღების წესს. ასეთ შემთხვევებში, როდესაც მიუწოდებლობა არ გამომდინარეობს მიმწოდებლის ბრალით პროდუქტის საფასური უკან არ ბრუნდება, ხოლო პროდუქტის გატანა/მიღება დამკვეთს მისი ნების და შეთავაზებული ხერხების მეშვეობით შეუძლია აქ დადგენილი წესებით და პირობებით. თუ მომხმარებელი შეძენილ პროდუქტს არ გაიტანს/არ ჩაიბარებს მისი შეკვეთიდან 1 (ერთი) თვის განმავლობაში, აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ პროდუქტი ისევ მიმწოდებლის საკუთრებად ითვლება.

peekaboo.ge -ის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში განახლდება მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად. თუმცა, თუ გამონაკლის შემთხვევებში ტექნიკური ხარვეზის ან/და სხვა გარემოებიდან გამომდინარე შეკვეთის მიღების დადასტურების მიუხედავად შეკვეთაში მითითებული პროდუქციის მიწოდება შეუძლებელი იქნება, peekaboo.ge დაგიკავშირდებათ შეკვეთის დადასტურებიდან 2 საათის განმავლობაში და ეცდება შემოგთავაზოთ საუკეთესო ალტერნატივა ან/და დაგიბრუნებთ შეკვეთის საფასურს (იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიდაც ვერ განხორციელდება პროდუქტის მიწოდება).

ანგარიშსწორების პირობები

მომხმარებელი რეგისტრაციისას ავსებს მოთხოვნილ გრაფებს, რომელიც გულისხმობს მისი საბანკო ანგარიშის მიბმას, რათა მომხმარებელმა შეძლოს შეკვეთის განხორციელება და ამისთვის საჭირო შესყიდვის განხორციელება.

რეგისტრირებული/ავტორიზებული მომხმარებელი თავისი ანგარიშიდან ახდენს სასურველი პროდუქტის შერჩევას და მიყვება ვებ გევრდის წესების მიხედვით შეძენისთვის საჭირო ინსტრუქციას. შეკვეთის განხორციელებისათვის შეკვეთის საფასურის ანგარიშსწორებისთვის ირჩევს სასურველი ბანკის მომსახურებას, და შეჰყავს ბარათის მონაცემები, რომელთა მეშვეობით განხორციელდება შესაბამისი ტრანზაქცია peekaboo.ge -ის ანგარიშზე. შესაბამისად peekaboo.ge სარგებლობს მესამე პირის, ანუ გადახდის პროვაიდერის მომსახურებით, რათა თქვენი ანგარიშსწორება განხორციელდეს. Peekaboo.ge -ის ანგარიშზე თანხის ასახვის მომენტიდან peekabo.ge შეუდგება ადრესატისთვის გადასაცემი პროდუქციის გამზადებას!

წინამდებარე წესებსა და პირობებში მოცემულ შემთხვევებში, როდესაც მიმწოდებელმა შეკვეთის თანხა უნდა დაუბრუნოს დამკვეთს, ასეთი სახის ანგარიშწორება მიმწოდებლისგან განხორციელდება მხოლოდ იმ საბანკო მონაცემებზე, რომლიდანაც შესრულდა მომსახურების საფასურის გადახდა ან/და მითითებული იყო დარეგისტრირებულ პროფილზე შეკვეთის განხორციელების მომენტში.

მხარეთა უფლებები და მოვალეობები

peekaboo.ge /მიმწოდებელი მზად არის:

მიაწოდოს დამკვეთს/მომხმარებელს შეკვეთით გათვალისწინებული პროდუქცია, დამკვეთის მიერ არჩეული მიწოდების ხერხით და ვადაში, შეკვეთაში დაფიქსირებულ მისამართზე;
მიაწოდოს დამკვეთს შეთანხმებული ხარისხის პროდუქცია;
მიაწოდოს ინფორმაცია დამკვეთს თავისი შეკვეთის სტატუსის შესახებ;
უზრუნველყოს მომხმარებლის გამართული წვდომა ვებ გვერდზე, გარდა გაუთვალისწინებელ/უკონტროლო გამონაკლის შემთხვევებისა;
აუნაზღაუროს დამკვეთს მისი ბრალით მიუწოდებელი შეკვეთის საფასური;
მომხმარებელი მზად არის:

გააკონტროლოს და დაიცვას საკუთარი ანგარიში მესამე პირებისგან და მისი უკანონო მოხმარებისგან;
მიაწოდოს ვებ გვერდს მისი პიროვნების შესახებ მხოლოდ ნამდვილი და სწორი ინფორმაცია და არ დაუშვას მონაცემთა გაყალბება;
მუდმივი წვდომა ჰქონდეს იმ საკონტაქტო ინფორმაციებზე, რომელსაც მიუთითებს პროფილის შექმნისას; წინააღმდეგ შემთხვევაში peekaboo.ge პასუხს არ აგებს ასეთ საკონტაქტო ბმულზე მისთვის გაზიარებული ინფორმაციის მიუღებლობაზე და ჩაითვლება რომ დამკვეთს მიეწოდა და ეცნობა ასეთი გაგზავნილი/მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია;
არ გამოიყენოს ბოროტად ვებ გვერდზე განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია ან/და კომერციული მიზნებით.
არ განახორციელოს წვდომა ნებისმიერი სახის სისტემით/მოწყობილობით, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ვებ გვერდზე დაცული კონფდენციალური ინფორმაციის მოპოვების მიზნით.
პასუხისმგებლობა თავად აიღოს თუ კი მომსახურების ჯეროვნად გაწევაში თავად შეუშალა ხელი მიმწოდებელს;
მხარეთა პასუხისმგებლობა

peekaboo.ge და მისი გუნდი მუდმივ რეჟიმში შეეცდებიან უზრუნველყონ ვებ გვერდის გამართული მუშაობა და შექმნან ონლაინ მაღაზიის გამოყენების საუკეთესო პრაქტიკა. გასათვალისწინებელია, რომ peekaboo.ge პასუხს არ აგებს პირდაპირ/არაპირდაპირ ზიანისთვის, რომელიც პირს მიადგა გაუფრთხილებლობით/დაუდევარი ქმედებით. ვებ გვერდი და მისი გუნდი პასუხს არ აგებს ვებ გვერდის გამოყენებით გამოწვეულ რაიმე სახის ზიანზე, რომელიც მიზეზობრივ კავშირში არ არის მიმწოდებლის უშუალო ქმედებასთან, იქნება ეს ტექნიკური შეფერხება, გარკვეული ტრანზაქციების გაუქმება/შეჩერება, კიბერუსაფრთხოების შეზღუდვა, კომპიუტერული ვირუსი, მესამე პირების ზემოქმედება, გაუკონტროლებელი ძალის ჩარევა/ზემოქმედება ან/და სხვა სახის სისტემური გაუმართავობა.

მომხამრებელი თავად არის პასუხისმგებელი თავისი ანგარიშის/პროფილის მართვიდან გამომდინარე შესრულებულ ტრანზაქციებზე და ნებისმიერი სახის ზიანზე. მომხმარებელი ვალდებულია არ გახადოს მისი ანგარიში/პროფილი მესამე პირებისათვის ხელმისაწვდომი, რადგან აღნიშნულ შემთხვევაში ასეთი სახის ზიანზე სრული პასუხისმგებლობა მას ეკისრება.

peekaboo.ge ვერ იქნება პასუხისმგებელი ისეთი შემთხვევებისთვის, რომელიც მისი კონტროლის მიღმაა, როგორც ტექნიკურად, მორალურად, არსობრივად, ფაქტობრივად და უფლებრივად. peekaboo.ge პასუხისმგებელია მხოლოდ განზრახ ზიანის მიყენებაზე და უხეშ გაუფრთხილებლობაზე, რომელიც გამომდინარეობს და პირდაპირ მიზეზობრივ კავშირშია მის ქმედებასთან. ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაეკისროს მიმწოდებელს იმ მოცულობით რა მოცულობითაც მას უნდა განეხორციელებინა სერვისი კონკრეტულ მომხმარებლის წინაშე და ვერ/არ შეასრულა მომსახურება, კონკრეტული დაკვეთიდან გამომდინარე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

peekaboo.ge -ის ვებ გვერდზე რეგისტრაცია შეუძლიათ მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სრულწლოვან პირებს. რეგისტრაციის/ავტორიზაციის გავლის გარეშე დაუშვებელია პროდუქციის შეძენა, რაც იმის გარანტიას ქმნის რომ გაკონტროლებული იყოს შემსყიდველთა უფლებრივი შესაბამისობა შესაკვეთ პროდუქციასთან. ფიზიკური პირი, რეგისტრაციით/ავოტირზაციით ადასტურებს იმას, რომ არის სრულწლოვანი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. ისეთ შემთხვევებში, როდესაც ვებ გვერდის კონტროლს მიღმაა და შეკვეთას ფქტობრივად ახორციელებს არასრულწლოვანი, რომელზეც ინფორმაცია არ აქვს ვებ გვერდს, რადგან ფაქტობრივად შეკვეთა ხორციელდება ყველა წესის დაცვით, პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ ანგარიშის/პროფილის მფლობელს, ვისი პროფილიდანაც განხოერციელდა შეკვეთის გაფორმება. ასეთ და სხვა გაუკონტროლებელ შემთხვევებზე peekaboo.ge არ აგებს პასუხს.

peekaboo.ge არ აგებს პასუხს ფორსმაჟორული გარემოებებში მიწოდების ვადებში პროდუქციის მიუწოდებლობაზე ან/და მესამე პირების ან/და რაიმე ძალის/ზემოქმედების გამო მომსახურების განხორციელების შეფერხებაზე. ფორსმაჟორული გარემოებად ითვლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი გარემოება, სიტუაცია, რომელიც გამოწვეულია დაუძლეველი ძალით და მისი თავიდან აცილება შეუძლებელია (ნებისმიერი სტიქიური მოვლენა, გაფიცვები, ომები, ადმინისტრაციული აქტებით, პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე უშუალოდ მომსახურების განხორციელების ხელშემშლელი გარემოებით და ა.შ.).

peekaboo.ge პასუხს არ აგებს ვებ გვერდზე განთავსებული ნებისმეირი სახის ინფორმაციის გამოყენებით/გამოუყენლობით პირდაპირ/არაპირდაპირ ზიანზე, როდესაც ასეთი გამოყენება/გამოუყენლობა არ ემსახურება ვებ გვერდის მუშაობის და ინფორმაციის არსებობის მთავარ მიზანს.

დაუშვებელია შეძენილი პროდუქციის დაბრუნება, გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, რომელიც პირდაპირ და ზუსტად არის აღწერილი წინამდებარე წესებსა და პირობებში.

კონფიდენციალურობის პოლიტიკა
peekaboo.ge იცავს კონფიდენციალურობის პირობას და მიმართავს ყველა ძალღონეს, რათა არ მოხდეს მომხმარებლის ანგარიშის რეგისტრაციისას გამოყენებული/მოწოდებული ნებისმიერი კონფიდენციალური/პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება. ჩვენი პასუხისმგებლობა გამორიცხულია იმ შემთხვევაში, თუ კი ასეთი ინფორმაციის გამღავნება არ უკავშირდება წინამდებარე ვებ გვერდს ან/და არ გამომდინარეობს peekaboo.ge -ის ბრალით. კონფიდენციალურად ვერ ჩაითვლება ინფორმაცია, რომელიც სხვა რაიმე ხერხით ან/და მომხმარებლის ნებით გამჟღავნებულია საჯაროდ.

აქვე აღსანიშნავია, რომ ვებ გვერდი იყენებს ე.წ. „ქუქი ფაილებს“ (მოკლე ტექსტური ფაილი, რომელიც ვებ ბრაუზერში ინახება) და Web beacon-ები, რომელმაც შესაძლოა შეაგროვოს თქვენი პერსონალური მონაცემები. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ვებ გვერდის გამოყენებით ზემოთ მითითებული და სხვა ანალიტიკური ინფორმაციის დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ გაამარტივოს, გააუმჯობესოს და ეფექტურად იმუშაოს ვებ გვერდმა. თქვენ, როგორც სხვა ზემოთ მითითებულ შემთხვევებში გაქვთ არჩევნის თავისუფლება, არ გამოიყენოთ წინამდებარე ვებ გვერდი, რათა არ მოხდეს ინფორმაციების დაგროვება და მიზნობრივი დამუშავება. თქვენ ამ გვერდზე რეგისტრაციით/ავტორიზაციით ან/და უბრალოდ მისი გამოყენებით ეთანხმებით მის გამოყენებას.

პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა

პერსონალური მონაცემი წარმოადგენს ფიზიკური პირის იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ნებისმიერ ინფორმაციას. აქ მოცემული პერსონალური მონაცემების დაცვის პოლიტიკა ემსახურება იმ მიზანს, რომ მომხმარებელს მაქსიმალურად ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რა მიზნით და რა მხრივ შესაძლებელია მოხდეს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავება. peekaboo.ge აცხადებს, რომ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები დამუშავდება, მხოლოდ ვებ გვერდით განპირობებული მომსახურების შესასრულებლად და მასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველსაყოფად. პერსონალური მონაცემების დამუშავება შინაარსობრივად შესაძლებელია მოიცავდეს ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას, შენახვას, დაცვას, მომსახურებიდან გამომდინარე კონკრეტული მიზნით გამოყენებას და ამავე მიზნით ვებ გვერდთან აფილირებული მესამე პირებისათვის გადაცემას (მაგ: კურიერისთვის მიწოდებას, რათა შეკვეთა თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე მოგაწოდონ და დაგიკავშირდნენ თქვენ მიერ მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით და სხვა.).

ვებ გვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი ავსებს ფორმას და განათავსებს თავის პერსონალურ მონაცემებს, რათა ისარგებლობს ვებ გვერდის მომსახურებით. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ peekaboo.ge -ის მთავარი დანიშნულებიდან გამომდინარე, აუცილებელია მომხმარებლის ასეთი ინფორმაციის დამუშავება, რათა თავიდან იყოს არიდებული მომსახურების განუხორციელებლობა ან/და არამართლზომიერი ქმედება. თქვენი მონაცემების მიხედვით მოწმდება თქვენი სრულწლოვნება და საჭიროა შეკვეთის შეუფერხებლად მოწოდებისთვის.

მომხმარებელი ვებ გვერდზე რეგისტრაციისას/ავტორიზაციისას თავად ნებაყოფლობით აწვდის peekaboo.ge-ის თავის პერსონალურ მონაცემებს და თანხმობას აცხადებს მისი პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე და მის დამუშავებაზე. მომხამრებელს აქვს უფლება უარი განაცხადოს თავისი პერსონალური მონაცემების გამჟღავნებაზე და არ ისარგებლოს წინამდებარე ვებ გვერდით. დაუშვებელია, პერსონალური მონაცემების გარეშე მომსახურების მიღება, რადგან იდენტიფიცირებადი ვერ იქნება პირის უფლებამოსილება მსგავსი ტიპის მომსახურების მიღებაზე. ასევე, დაუშვებელია მომხმარებელმა წარმოადგინოს არასწორი ინფორმაცია ან/და ნებისმიერი გზით გააყალბოს იგი.

აღსანიშნავია ასევე, რომ ვებ გვერდს რჩება თქვენ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მესამე პირებისათვის ხელმიუწვდომელია. გთხოვთ, ასევე გაითვალისწინოთ რომ თქვენ მიერ ვებ გვერდის გამოყენებით peekaboo.ge -ს შესაძლებელია მიეწოდოს თქვენი ანალიტიკური ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მხოლოდ მომსახურების გაუმჯობესებისათვის.

თქვენ მიერ ვებ გვერდზე რეგისტრაცია ავტომატურად გულისხმობს თანხმობას თქვენი პერონალური და ანალიტიკური მონაცემების გამოყენებაზე, დამუშავებაზე და შეგროვებაზე. თქვენ გაქვთ უფლება უარი თქვათ და არ ისარგებლოთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სერვისით.

peekaboo.ge მიმართავს ყველა ხერხს რათა დაცული იყოს თქვენი უსაფრთხოება და არ იქნას ბოროტად გამოყენებული თქვენი კონფიდენციალური, პერსონალური ინფორმაცია/მონაცემები.

ინტელექტუალური საკუთრება

წინამდებარე ვებ გვერდზე განთავსებული ნებისმიერი მასალა/ინფორმაცია (აუდიო, ვიდეო, ჩანაწერი, ჩანახატი, ფოტო, კონტენტი, გარკვეული მასალის დიზაინი, ლოგო, მუსიკა, სარეკლამო/მარკეტინგული მასალა და სხვა), რომელიც განთავსებულია ვებ გვერდის ადმინისტრაციის მიერ წარმოადგენს peekaboo.ge -ის ინტელექტუალურ საკუთრებას და დაუშვებელია მათი ხელყოფა რაიმე გზით.

ხოლო, ვებ გვერდზე რეგისტრირებული ანგარიშიდან გავრცელებული/ატვირთული ნებისმიერი მასალის/ინფორმაცის (აუდიო, ვიდეო, ჩანაწერი, ჩანახატი, ფოტო) შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკუთვნის ავტორიზებული ანგარიშის მფლობელს/რეგისტრირებულ პირს. დაუშვებელია სხვისი ინტელექტუალური საკუთრების გამოყენება და ამით მესაკუთრის უფლებების შელახვა. ასეთი შემთხვევის გამოვლენისას, peekaboo.ge მიმართავს ზომებს და ერთპიროვნულად გადაწყვეტს ასეთი ტიპის მასალის წაშლას/დაბლოკვას, იმ შემთხვევაში თუ ანგარიშის მფლობელი თავად არ მიიღებს საჭირო ზომებს. peekaboo.ge ვერ გააკონტროლებს ყოველ შემთხვევას და მათი უფლებების საკუთრების ფარგლებს და ინფორმაციას, მაგრამ აცხადებს მზაობას იმოქმედოს პლაგიატის წინააღმდეგ ასეთი შემთხვევებისას, როდესაც მისთვის გახდება ცნობილი და დადასტურებული.

ვებ გვერიდის ადმინისტრაცია იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავტორიზებული/რეგისტრირებული ანგარიშიდან გავრცელდა ისეთი ინფორმაცია/მასალა, რომელიც ამორალურია, ლახავს/ზღუდავს მესამე პირის/პირთა წრის უფლებებს ან/და სხვა რაიმე საფუძვლით მიუღებელია მათი საჯარო სივრცეში გავრცელება ან/და კონკრეტულად აღნიშნულ ვებ გვერდზე, ასეთ ქმედებაზე პასუხისმგებელია თავად ანგარიშის მმართველი/მფლობელი.

peekaboo.ge იტოვებს უფლებას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გააუქმოს ისეთი ანგარიში და შეუზღუდოს მომსახურებაზე წვდომა, რომლის ქმედება არ შეესაბამება კეთილსინდისიერებას და დაარღვევს აქ მოცემულ წესებსა და პირობებს.

დამატებითი პირობები

მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით. თუ მხარეთა შორის მოლაპარაკების შედეგად შეთანხმება არ იქნა მიღწეული, დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებით, მიუხედავად მისი მხარეების წარმომავლობისა, ადგილმდებარეობისა, ტერიტორიულობის, მომსახურების მიღების, ანგარიშსწორების და სხვა საკვანძო საკითხისა.

წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ საკითხთან და მომსახურებასთან დაკავშირებით ნებისმიერ მიმოწერას აქვს იურიდიული ძალა. ნებისმიერი მიმოწერა შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონულად/მატერიალურად, ვებ გვერდის, ელ.ფოსტის ან/და სოციალური ქსელის ან/და ფოსტის საშუალებით. აღნიშნული კომუნიკაციის დამადასტურებელი ჩანაწერები ინახება შემსრულებლის მიერ, რომელიც მიმართულია მხარეთა შორის მომავალში შესაძლო შექმნილი გარემოების შესახებ.

მხარეთა შორის ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრება პერიოდი, რომლის განმავლობაში პირი არის რეგისტრირებული/ავტორიზებული ვებ გვერდზე. peekaboo.ge -ის მიერ ან/და მომხმარებლის მიერ პროფილის გაუქმება გულისხმობს მხარეთა შორის ხელშეკრულების შეწყვეტას.

  • კალათში არ არის პროდუქტი.

მადლობა. შეკვეთა.

გთხოვთ მოიცადოთ...